|
2026-08-25 14:42:23, 1261 ნახვა
ეკონომიკა
Anchorსაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება
საქართველოს ბანკი SOLO Business - ის მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და ახალი საქმიანი შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერას აგრძელებს. გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და ბანკის მხარდაჭერით, 2026 წლის 7-8 ოქტომბერს, ტაშკენტში, საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ უკვე მეორედ გაიმართება.გამოფენა The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-ისა და უზბეკეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით ხორციელდება, რაც ქართულ კომპანიებს კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებასთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს. მისი მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, კომპანიებისთვის ახალი ბაზრის გაცნობა და საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა. გამოფენა JW Marriott Tashkent-ში გაიმართება, ის 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელს მოიზიდავს და მასში სხვადასხვა ინდუსტრიის 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, უზბეკეთის ბიზნესგარემოსა და ბაზრის პოტენციალს გაეცნონ, მონაწილეობა მიიღონ B2B შეხვედრებში და შეხვდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებსა თუ ინვესტორებს. ამასთან ერთად, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ. “ბოლო წლებში, უზბეკეთის მიმართ ინვესტორების ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამას მონაწილეთა მრავალფეროვნებაც მოწმობს. წლევანდელ გამოფენაში ისეთი მსხვილი კომპანიები იღებენ მონაწილეობას, როგორიც არის იმობილიარე, თეგეტა მოტორსი, სოფტგენი, ვეზირი, თბილისი ბულვარი, მანდეი, ასკანელი და სხვა. იმისათვის, რომ წლევანდელი ბიზნეს გამოფენის მასშტაბები გაგვეზარდა, გადავწყვიტეთ, დავპარტნიორებულიყავით ადგილობრივ მსხვილ ინსტიტუციებთან, როგორიც არის EuroUz და უზბეკეთის სავაჭრო პალატა. გამოფენა მონაწილე კომპანიებს სთავაზობს განახლებულ კონცეფციას, კერძოდ, სტუმრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მიზნობრივი აუდიტორიის არსებობას. ამასთან ერთად, უშუალოდ მონაწილე კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებით დაორგანიზდება როგორც ინდივიდუალური B2B, ასევე Round table სტილის შეხვედრები და ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტები. ვფიქრობთ, რომ მოცემული ფორმატი ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს უფრო სიღრმისეულად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი და ჩამოაყალიბონ ბიზნესკავშირები”, - განაცხადა გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ჩიკვაიძემ. „საქართველოს ბანკისთვის ქართული ბიზნესის საერთაშორისო განვითარებისა და ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობა ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბანკი ბიზნესებს ფინანსურ რესურსებთან ერთად ისეთი შესაძლებლობების შექმნაშიც ეხმარება, რომლებიც მათ ახალი პარტნიორების მოძიებაში, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და საქმიანობის გაფართოებაში უწყობს ხელს. საერთაშორისო ბიზნესგამოფენის მხარდაჭერით კი SOLO Business-ის მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და საკუთარი ბიზნესის გაფართოების პერსპექტივები განიხილონ. გვჯერა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართული ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და საერთაშორისო შესაძლებლობების რეალურ ბიზნესპარტნიორობებად ქცევაში დაეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, თორნიკე კუპრაშვილმა. თუ გსურთ, თქვენი კომპანია გახდეს საერთაშორისო ბიზნესგამოფენის მონაწილე და გაეცნოთ უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობებს, დარეგისტრირდით გამოფენაზე (მონაწილეობა ფასიანია): https://forms.gle/8ZbuQPpGqhbWi1nP6
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)