|
2026-08-25 11:31:27, 1552 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდო ბანკმა World’s Best Digital Banks 2026-ის ფარგლებში მიიღო.საქართველოს ბანკისთვის სოციალური მედია მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი არხია. ბანკის მიერ დანერგილი სისტემების საშუალებით შესაძლებელია სოციალური მედიის გავლენის გაზომვა მომხმარებლის პირველი ინტერაქციიდან კონკრეტული საბანკო პროდუქტის გამოყენებამდე. ამასთან, სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდში დანერგილია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის სისტემა, რომელიც ბანკს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად მოერგოს სოციალური მედიის პლატფორმებისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებებს და შექმნას სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი. „ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს მიდგომას, რომელსაც წლებია, ვავითარებთ. სოციალური მედია ჩვენთვის მხოლოდ საკომუნიკაციო არხი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც კონტენტი, მონაცემები და მომხმარებლის გამოცდილება ერთიანდება და საბოლოოდ გაზომვად ბიზნესშედეგს ქმნის. მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, გავიგოთ მათი საჭიროებები და შევქმნათ მათზე მორგებული კონტენტი. ჩემთვის ჯილდოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის გუნდია, რომელიც ამ შედეგის უკან დგას. გუნდი, რომელიც დაუღალავი შრომით, წლებია, ქმნის სოციალური მედიის სტანდარტს ქვეყანაში და თავადვე ცდილობს მის კიდევ უფრო მაღლა აწევას. მიუხედავად დაგროვილი გამოცდილებისა და კომპეტენციისა, მუდმივად ვეძებთ სიახლეს, ვსწავლობთ და ვვითარდებით, რათა ყოველი შემდეგი შედეგი წინაზე უკეთესი იყოს. Global Finance-ის ეს ჯილდო სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდების ერთობლივი შრომის საერთაშორისო აღიარება და მოტივაციაა, რომ მიღწეულზე არ გავჩერდეთ“, - განაცხადა ნინუცა ოქროპირიძემ, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა. Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ფასდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ციფრული ინიციატივებით მიღებული ხელშესახები სარგებელი და ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. 1987 წელს დაარსებული Global Finance 196 ქვეყანაში 50 000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და რეგულარულად ავლენს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების პროვაიდერებს მსოფლიოს მასშტაბით.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)