20:02 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-24 23:08:48, 3030 ნახვა

საზოგადოება
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა

მიხეილ ყაველაშვილის ცოლმა, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების რიგით მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SFLG Global Platform-ი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს.

თამარ ბაგრატიონის შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.
 

ჩვენი ეროვნული იდენტობა ეფუძნება შვიდ მარადიულ საყრდენს: ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში.


თამარ ბაგრატიონმა ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.

თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics