|
2026-08-24 15:17:02, 2394 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის თბილისის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს — იდეიდან ბიზნესის წარმატებულ განვითარებამდე. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. თბილისის ნაკადის ფარგლებში, მონაწილეებისთვის ინტენსიური ვორკშოპები 15-17 სექტემბერს გაიმართება. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ როგორც ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას და შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნესიდეები ექსპერტების დახმარებით განავითარონ. პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას. მონაწილეები ჩაერთვებიან პირისპირ სწავლების პროცესში, სადაც წამყვანი ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ. გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა, მონაწილეებს ექნებათ ჯგუფური და ინდივიდუალური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა, მათ შორის — პრაქტიკული რჩევები ბიზნესგანაცხადის მომზადებისა და პიროვნული უნარების განვითარებისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მხარდაჭერას გრანტის მიღების შემთხვევაში, პროექტის განხორციელების ეტაპზე. პროგრამა ასევე ქმნის შესაძლებლობას, მონაწილეებმა გაიფართოონ პროფესიული ქსელი, შეიძინონ ახალი კონტაქტები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხვდნენ წარმატებული ბიზნესების ლიდერებს. თბილისის ნაკადში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)