22:35 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-22 13:07:37, 2628 ნახვა

სამართალი
ნიკო მანაგაძე ირაკლი კირცხალიას სასამართლოში უჩივის

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე "ქართული ოცნების" წევრს, ირაკლი კირცხალიას უჩივის - სარჩელი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ ირაკლი კირცხალიამ "ტვ იმედზე" მის მიმართ ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი განცხადებები გააკეთა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სარჩელით ირაკლი კირცხალიას წინააღმდეგ, რომელიც ეხება მისი მხრიდან ჩემი მისამართით "ტვ იმედის" ეთერში გაკეთებულ მადისკრეტირებელ, ცილისმწამებლურ და მიზანმიმართულად, რეპუტაციის შემლახავ განცხადებებს. ეს არის იმ მადისკრეტირებელი, ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლიდან წარმოიწყება რეჟიმმა ჩემთან მიმართებაში და დღემდე გრძელდება", - ამბობბს ნიკო მანაგაძე. 

„მახსოვს, ერთ-ერთი აქტივისტი, ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ 22 წლის, მანაგაძე გვარად. ჭავჭავაძის გამზირზე რაღაც ინციდენტი მოხდა, აქციების პერიოდში, ამ ბიჭმა განაცხადა დედაჩემს არ ვაღიარებო. დედას არ ვაღიარებო, 22 წლის ბიჭმა თქვა, ამათმა აქტივისტმა. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სწავლებებით ჰყავდათ მოწამლული. ამ ყველაფრის შემდეგ რა განცხადებები გაკეთდა?!" - განაცხადა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელმა სანქცირებული "იმედის" ეთერში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics