19:13 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 12:25:11, 2646 ნახვა

კულტურა
ბათუმში საკონცერტო მოედანზე უმაღლესი ხარისხის აპარატურას ადგილობრივი პროდუსერები და მომღერლები უსასყიდლოდ გამოიყენებენ

ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე ბათუმში  საკონცერტო მოედანი მოეწყობა, რომელიც უმაღლესი ხარისხის აპარატურით იქნება აღჭურვილი და მას  ადგილობრივი პროდუსერები და შემსრულებლები უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

"მე ვფიქრობ უპრეცედენტო შემოთავაზებაა ადგილობრივი პროდუსერებისთვის, ბენდებისთვის, შემსრულებლებისთვის- ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე ბათუმში მოეწყობა  საკონცერტო მოედანი,  რომელიც აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის აპარატურით,  რომელზეც მსოფლიო ვარსკვლავები გამოდიან. უსასყიდლოდ ვთავაზობთ ამას ჩვენ პროდუსერებს და შემსრულებლებს, მათ  შეეძლებათ აღარ იფიქრონ იმაზე,  თუ სად იშოვონ აპარატურა და ის სახსრები,  რაც ასეთ საკონცერტო მოედანს სჭირდება, ეს უსასყიდლოდ გადაეცემათ მათ კონცერტების ჩასატარებლად", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე თვიდან მასშტაბური პროექტი - Check in Georgia იწყება.

პროექტის შესახებ დღეს  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკმა  და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრეს.

Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება.

"ჩვენ ვიწყებთ ახალ ძალიან მასშტბაურ პროექტს, რომელიც არის საქართველო-მსოფლიოს კალენდარზე. ინგლისურად ჩვენ მას დავარქვით "Check in Georgia". აღნიშნული პროექტი პრაქტიკულად მთელ საქართველოს მოიცავს. ეს იქნება კონცერეტებისა და ღონისძიებების სერია, რომლის  ძირითადი ამოცანა არის  ის, რომ საქართველო გახდეს კულტურული ცენტრი რეგიონში.

კონცერტები მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიებებია, რომელიც ზრდის ტურიზმს. რობი უილიამსი  ჩვენ 27 მაისს გვეწვევა და „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება კონცერტი. მან ფეისბუქის გვერდზე დადო აფიშა. მას მხოლოდ „ფეისბუქის“ გევრდზე 4 მლნ მნახველი ყავს და იქ არის პირდაპირ დადებული, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისთვის იგი იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამით ამაღლდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა" ,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics