|
2026-08-21 13:42:19, 2520 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ქართული ოცნების“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გავრცელა. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მთავრობის მეთაურის განცხადებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის გამო დედაქალაქში უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაადგილება გაძნელდება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია. კალაძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ასფალტის საფარი არ იცვლება — სრულად ახლდება ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა. მერმა ბოდიში მოუხადა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და მძღოლებს შექმნილი უხერხულობების, ხმაურისა და საცობების გამო და მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდა. როგორც „ქართული ოცნების“ მერმა აღნიშნა, ყველაზე რთული ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება, როდესაც სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად საავტომობილო ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისი თქმით, მერია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა ქალაქში სატრანსპორტო დატვირთვა შეძლებისდაგვარად შემცირდეს. „ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა — ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ.“
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)