02:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 11:44:11, 720 ნახვა

სამართალი
სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ტარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე  ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი სხდომა მიმდინარეობს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისაგან შდგება. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე ათზე ნაკლები მსაჯული არ შეიძლება იყოს.

 მაგდა პაპიძემ მისი საქმის ნაფიცმსაჯულთა პირობებში განხილვის სურვილი თავად გამოთქვა.

ინფორმაციისთვის, თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე სამოქალაქო რეეტრის მონაცემთა ბაზიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მის მიერვე განსაზღვრული ბიჯის გამოყენებით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას 50 პირის შემადგენლობით.

ნაფიც მსაჯულების შესარჩევად, სასამართლოში ტარდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა, სადაც მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რაც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. 

გარდა თვითაცილებისა, მხარეებსაც აქვთ უფლება იშუამდგომლონ მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ. 

გარდა ამისა, მოსამართლე ყველა იმ გარემოებას ამოწმებს, რომელიც შეიძლება მსაჯულობის კანდიდატის აცილების საფუძველი გახდეს და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.

მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხი გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში ხელი შეუშალოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქმეში მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ მოსამართლეს სთხოვონ ნაფიცი მსაჯულობის რამდენიმე კანდიდატის აცილება დასაბუთებული მიზეზით, რაც დაკავშირებულია მოსაზრებასთან, რომ მას არ შეუძლია იყოს კომპეტენტური, ყურადღებიანი, ან იმოქმედოს ნაფიცი მსაჯულის ფიცის (ციტირებულია ქვემოთ) შესაბამისად. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების თაობაზე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება ან უკუგდება მოსამართლეზეა დამოკიდებული. დასაბუთებული მიზეზით ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების გარდა, მხარეებს უფლება აქვთ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი აიცილონ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე. ამგვარი სახის აცილებას „დაუსაბუთებელი აცილება“ ეწოდება. დაუსაბუთებელი აცილების გამოყენების წესს და მათ რაოდენობას კანონი განსაზღვრავს.  

აცილების შემდეგ დარჩენილი თორმეტ კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული. 

სათადარიგო ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქმის ხელახალი განხილვა, თუ რომელიმე მოქმედ ნაფიც მსაჯულს გაუთვალისწინებელი რამ შეემთხვევა (მაგალითად, ავადმყოფობა).

სათადარიგო მსაჯული სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს ესწრება. სათადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.

სანამ ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში გავლენ, სხდომის თავმჯდომარე შერჩეულ მსაჯულთაგან ერთ-ერთს ნიშნავს უფროს მსაჯულად, რომელიც აირჩევა ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე მსაჯულთა მიერ. უფროსი მსაჯული თათბირს ხელმძღვანელობს და საჭიროების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს. იგი გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრის საერთო შედეგებს აჯამებს, შესაბამის დოკუმენტებს ადგენს, სხვა მსაჯულებთან ერთად ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics