12:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-16 22:58:33, 6649 ნახვა

რეგიონი
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.

Tasnim-ის ცნობით, ირანის პარლამენტმა 183 ხმით უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში უცხოური სადაზვერვო სამსახურების, სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების შეღწევას ეწინააღმდეგება.

პარლამენტის პრეზიდიუმის პრესმდივნის, აბას გუდარზის თქმით, დოკუმენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილეს შესაბამისი კომიტეტის ანგარიშის წარდგენისა და კანონპროექტის როგორც მხარდამჭერების, ასევე მოწინააღმდეგეების გამოსვლების შემდეგ.

ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელმა, ჰასან ქაშკავიმ, განაცხადა, რომ ირანს უკვე აქვს კანონმდებლობა ჯაშუშობის შესახებ, მაგრამ „უცხოური გავლენის“ საკითხთან დაკავშირებით კვლავ რჩება სამართლებრივი ხარვეზი.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიზანია უცხოური ჩარევის იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. დოკუმენტი შემუშავდა ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყების მონაწილეობით და მისი დეტალური განხილვა 12-დღიან ომამდეც კი დაიწყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics