2026-08-14 11:16:14, 2256 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
გერმანიის ახლადდანიშნული ელჩი ბარბარა ფოსი საქართველოსთან გერმანიისა და ევროკავშირის დაძაბულ ურთიერთობზე საუბრობს, ელჩის განცხადებას საელჩოს საიტი ავრცელებს.
ახალი ელჩი ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანია კვლავ აქტიური მხარდამჭერი იქნება ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული კურსის.
"არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება." - წერს ელცი.
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბარბარა ფოსმა ელჩის თანამდებობაზე შეცვალა პეტერ ფიშერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან