14:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-13 13:41:35, 506 ნახვა

პოლიტიკა
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი კუბასთან მიმართებით მოქმედების ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებასაც.

„ეს ადრეც მითქვამს და ვნახეთ, თუ რა მოხდა სხვა შემთხვევებში. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ვარიანტიც“, — აღნიშნა ჰეგსეთმა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუბის ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა, მტკიცედ დაიცვას შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები. ჰეგსეთის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერავინ შეედრება, ხოლო დასავლეთ ნახევარსფეროში უცხოური ძალების მიერ გავლენის მოპოვების მცდელობები საკმაოდ უმნიშვნელო და უშედეგო აღმოჩნდა.

აშშ-ის მხრიდან რიტორიკის მკვეთრი გამწვავება უკავშირდება ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას კუნძულზე ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო თუ სადაზვერვო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს დასავლეთ ნახევარსფეროდან მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა გავლენების განდევნას და ჰავანის კომუნისტურ მთავრობაზე მაქსიმალური წნეხის განხორციელებას, რათა აღკვეთოს ამერიკის საზღვრებთან უცხოური სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics