17:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 16:51:28, 452 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella-1) 47 წლის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.

როგორც ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 12 ივნისს კალანდაძემ ბრალი აღიარა აშშ-ის სანაპირო დაცვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების დღიდან — 7 იანვრიდან დაიწყება, კაპიტანი საპატიმროს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დატოვებს.

ოლქის პროკურორმა ჯინინ პირომ განაცხადა, რომ კალანდაძე მეთაურობდა გემს, რომელიც აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის უკანონო გადაზიდვების დასაფარად გამოიყენებოდა, ხოლო სანაპირო დაცვის მოთხოვნის მიუხედავად, მან გაქცევა სცადა. „ეს საქმე მოწმობს, რომ ის პირებიც აგებენ პასუხს, რომლებიც აშშ-ის სამართალდამცავებისგან თავის არიდებას ღია ზღვაში შეეცდებიან. ოკეანე ვერავის მოაქცევს ჩვენი წვდომის მიღმა“, — აღნიშნა პროკურორმა.

აშშ-მა ტანკერ Bella 1-ს სანქციები ჯერ კიდევ 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც ირანიდან და ვენესუელიდან უკანონოდ გადაჰქონდა ნავთობი.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თავის დროზე განაცხადა, რომ Marinera-ს რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა ჰქონდა და დაკავება ღია ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმის დარღვევით მოხდა. თუმცა, აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდისა და ამერიკული მართლმსაჯულების პოზიციით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით მოქმედი „ჩრდილოვანი ფლოტის“ მართვა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული დანაშაულია.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics