2026-08-11 16:29:31, 1046 ნახვა
საზოგადოება
გელათის მონასტრის ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა
გელათის მონასტრის ინდივიდუალურ უსაფრთხოების ზონას და მიმდებარე ტერიტორიას მიენიჭა სპეციალური რეგულირების ტერიტორიის სტატუსი. ეს განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 10 აგვისტოს №382 დადგენილებით, რომელსაც ხელი მოაწერა ირაკლი კობახიძემ.
დოკუმენტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით ეს სტატუსი მინიჭებული ტერიტორია მოიცავს გელათის მონასტრის ვიზუალური დაცვის ზონას და მიმდებარე ტერიტორიას, ასევე ვრცელდება ტყიბულის, წყალტუბოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ნაწილებზე.
მიღებული დადგენილებით, სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილს, ავალებს დადგენილი პროცედურის შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ ტერიტორიის განვითარების გეგმა და/ან დეტალური განვითარების გეგმა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან