19:40 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-11 13:01:39, 417 ნახვა

პოლიტიკა
ჯერ საქართველო: სიმართლით დავიცავთ ქართული მუნდირის ღირსებას, ომი დაიწყო რუსეთმა

პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლებმა და პარტიის წევრმა ძალოვანი სამსახურების ვეტერანებმა პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში, შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ ქართველ გმირებს.

"ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენ, ქართული მხედრობა, ისევე როგორც მთელი საქართველო, ყოველი წლის აგვისტოს, საკუთარ მოსახლეობასთან დაწყებულ ომში დაღუპულ გმირებს ვგლოვობთ. 

ქართული ოცნება ამბობს, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის მებრძოლები, შინდისის გმირები, ისევე როგორც ყველა ქართველი მეომარი, ვინც 2008 წელს გმირულად დადო თავი საქართველოსთვის, შეცდომაში შეიყვანეს. 

ჩვენ, ჯერ საქართველოს წევრი თადარიგის ოფიცრები და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები, გენერლებიდან სერჟანტ, კაპრალ, რიგითებამდე, შეფიცულები საქართველოსთვის, არ დავუშვებთ პოლიტიკური პოზიციისთვის გამოგონილი დეზინფორმაციის გავრცელებას და სიმართლით დავიცავთ ქართული მუნდირის ღირსებას.

არ დავუშვებთ ტყუილით ქართული სიმამაცის ისტორიის წაშლას. 

ჩვენ სამშობლოს არვის ვართმევდით, არამედ გვეცილებოდა და დღემდე გვეცილება რუსეთი!

და ეს ომი - დაიწყო რუსეთმა!  

ამრიგად მტრის ვინაობა და ქართული მხედრობის ვაჟკაცობა - აღარასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. სხვა ყველა კითხვას კი, საბოლოოდ უნდა გაეცეს პასუხი. 

დიდება გმირებს! 

დიდება ქართულ ჯარს! 

დიდება საქართველოს!" - წერია განცხადებაში.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics