|
2026-08-11 12:16:37, 748 ნახვა
საზოგადოება
თუ მცირე ბიზნესს მართავ ეს 8 ონლაინ კურსი შენთვისაა - გაეცანი Businesscourse.ge-ს უფასო კურსებს
თუ მცირე ბიზნესს მართავ, ალბათ უკვე იცი, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი როლის შეთავსება გიწევს - ზოგჯერ მარკეტერი ხარ, ხანაც ფინანსისტი ან გაყიდვების მენეჯერი. სწორედ ამიტომ, ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე ღირებული რესურსი ხშირად არა დამატებითი დრო, არამედ ცოდნა ხდება. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge მცირე და საშუალო ბიზნესებს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება - პრაქტიკული, სრულად დაფინანსებული ონლაინ კურსებით, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული. თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი უფრო ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი და ციფრულად გამართული გახდეს, ეს 8 კურსი განსაკუთრებით დაგაინტერესებს. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები დღეს ბიზნესში ინტუიცია ხშირად აღარ არის საკმარისი - სწორი გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება. ეს კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ გამოიყენო მონაცემები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და როგორ ჩამოაყალიბო ორგანიზაციაში მონაცემებზე დაფუძნებული კულტურა. კურსს უძღვება ქრისტინე ლორთქიფანიძე, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ანოვას“ თანადამფუძნებელი. ბიზნესში ბევრი კარგი იდეა იბადება, თუმცა მათი რეალობად ქცევა - დიდი გამოწვევაა ხოლმე. ამიტომაც, პროდუქტის განვითარების კურსზე გაეცნობი პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება იდეა რეალურ პროდუქტად აქციო, არსებული სერვისი გააუმჯობესო და თანამედროვე მიდგომები დანერგო. კურსს უძღვება ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი ერეკლე ინაშვილი. Canva მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი სოციალურ მედიაში უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, Canva-ს კურსი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. აქ ისწავლი, როგორ შექმნა ვიზუალურად გამართული სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და მარკეტინგული მასალები, რომლებიც მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს. კურსს ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი უძღვება. გაიარეთ ბიზნესკურსი საჯარო გამოსვლის უნარების შესახებ და გახდით უკეთესი პრეზენტატორი. ამ კურსით გაიგებთ, რატომ არის აუცილებელი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის საჯარო გამოსვლისა და დარწმუნების უნარები და როგორ შეგიძლიათ მისი განვითარება. კურსს უძღვება რუსუდან კვაჭანტირაძე, ICF-ის მიერ სერთიფიცირებული PCC ქოუჩი. ონლაინ გაყიდვები უკვე დიდი ხანია, ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ელექტრონული კომერციის კურსი გასწავლის, როგორ შექმნა ონლაინ მაღაზია, რომელი პლატფორმები გამოიყენო, როგორ დაგეხმარება ხელოვნური ინტელექტი და რა როლი აქვს ციფრულ მარკეტინგს წარმატებული eCommerce ბიზნესის განვითარებაში. მას ელკომერციის სპეციალისტი, თორნიკე აფხაზი უძღვება. Excel დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესისთვის. კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა გამართული და მარტივად სამართავი ფაილები, როგორ დაამუშაო მონაცემები და გამოიყენო დაგროვილი ინფორმაცია ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი გიორგი დათუკიშვილი. ნებისმიერ ბიზნესში, სადაც რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, პროექტების მართვის უნარი აუცილებელი ხდება. ამ კურსზე გაიგებ, როგორ იგეგმება პროექტი, რა ეტაპებს გადის იდეიდან განხორციელებამდე და როგორია წარმატებული პროექტის მართვის მეთოდოლოგია. კურსს პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე უძღვება. დღეს მომხმარებელთან ურთიერთობის დიდი ნაწილი ციფრულ სივრცეში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ წარადგინო შენი პროდუქტი ან მომსახურება სოციალურ მედიაში ისე, რომ სასურველ აუდიტორიამდე სწორად მიაღწიო. კონტენტის მენეჯმენტის კურსი ამ პროცესის უკეთ გააზრებაში დაგეხმარება. კურსს ესერტი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებელი, ლიანა მეტრეველი უძღვება. Businesscourse.ge-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კურსები შეგიძლია საკუთარ ტემპში გაიარო, მაშინ, როცა შენთვის მოსახერხებელია. პლატფორმაზე განთავსებული მასალები ადგილობრივ, პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე ბიზნეს ტენდენციებზეა დაფუძნებული, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს რეალურ განვითარებაში ეხმარება. თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი უფრო ეფექტურად მართო, პროცესები გაამარტივო და თანამედროვე ციფრულ გარემოს უკეთ მოერგო - Businesscourse.ge-ზე შენთვის საჭირო ცოდნას აუცილებლად იპოვი.
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)