12:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-10 15:31:08, 562 ნახვა

ეკონომიკა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენებს და კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთი“.

ალტერნატიული მარშრუტების განხილვა გამოწვეულია „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ობიექტების მუშაობის შეფერხებით. საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.

„კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron.

კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად, დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.

2026 წლის ივლისში ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადები გადაანაწილა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics