|
2026-08-08 13:13:36, 675 ნახვა
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიესალმა აშშ-ის სენატის მიერ გრეჰემის კანონპროექტის მიღებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. „კრემლის აგრესიის ამწვავებელი შემოსავლის ყველა წყარო უნდა იყოს მიზანმიმართული - ყველა მხრიდან“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე. მან მოუწოდა აშშ-სა და ევროკავშირს, ერთად იმუშაონ რუსეთის სამხედრო პოტენციალის დაფინანსების წყაროების შესაწყვეტად, მათ შორის რუსი ოლიგარქების შემოსავლის, ენერგიის ექსპორტის და მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის. ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმებულმა სანქციებმა „რუსეთს უნდა წაართვას საშუალება“, გააგრძელოს ომი, რომელშიც „ვერ გაიმარჯვებს“. ფონ დერ ლაიენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და აშშ-ს ერთად მუშაობით მეტის მიღწევა შეუძლიათ და მოუწოდა მხარეებს, გააგრძელონ სანქციების პოლიტიკის კოორდინაცია.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)