|
2026-08-07 16:48:25, 6762 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
„მაზდა“, „ვოლვო“, „პორშე“, „ჯილი“, „ზიკერი“, „პოლარისი“, „ინდიანი“ - ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლისგან შეძენა ამიერიდან უკვე ქუთაისშიც არის შესაძლებელი. რეგიონული გაფართოების ფარგლებში, „ავტო გალერის“ რიგით მესამე მულტიბრენდული სივრცე ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-9 ჩიხში (№2) გაიხსნა. შოურუმი „თეგეტა ქარსის“ ბრენდებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ავტომობილების გარდა, შოურუმში წარმოდგენილია „პოლარისის“ კვადროციკლები და ყველგანმავალი ტექნიკა და „ინდიანის“ მოტოციკლები. ახალი ფილიალის გახსნა კომპანიის რეგიონული ექსპანსიის სტრატეგიის ნაწილია. ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, დღემდე ავტომობილების არცერთი ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილი არ ყოფილა. ამიტომ კომპანიამ ბათუმის შემდეგ „ავტო გალერის“ განვითარების მორიგ მიმართულებად სწორედ ქუთაისი აირჩია.
ნოდარ ჭირაქაძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „ქუთაისში ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ეს არის ტენდენცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეორადი ავტომობილებიდან ახალ ავტომობილებზე ეტაპობრივ გადასვლას ასახავს. ამ პროცესების პარალელურად კი გვსურს, ხარისხიან, ოფიციალურ სერვისსა და ქარხნულ გარანტიაზე წვდომა მხოლოდ დედაქალაქის პრივილეგია აღარ იყოს. რეგიონული გაფართოება კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ბათუმის შემდეგ ქუთაისი ლოგიკური ნაბიჯი იყო და აქ არ ვჩერდებით - გვაქვს მიზანი, რომ ჩვენი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქამდე მივიტანოთ. გვჯერა, რომ ეს ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესებში შედის და, ამასთანავე, როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“. „ავტო გალერიში“ შეძენილ ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს, რომელსაც ოფიციალური წარმომადგენლები უზრუნველყოფენ, პირობები კი ბრენდების მიხედვით განსხვავდება. საგარანტიო მომსახურებას მომხმარებელი თბილისსა და ბათუმში განთავსებული ოფიციალური სერვისცენტრებიდან მიიღებს, ხოლო გეგმური მომსახურება ქუთაისის ფილიალშივე იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ფილიალის ისტორია ჯერ ახალი იწყება, პირველი ტენდენციები უკვე იკვეთება - ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა „ჯილისა“ და „მაზდას“ ბრენდებზეა. თუმცა კომპანიაში ელიან, რომ ცნობადობის ზრდის ფონზე ინტერესი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებზეც გაიზრდება. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდული შოურუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის შოურუმები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია განთავსებული. „ავტო გალერიში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Mazda, Volvo, Porsche, Geely, Zeekr და სხვა. გარდა ავტომობილებისა, „ავტო გალერი“ Polaris-ისა და Indian-ის, ასევე Segway-სა და Club Car-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)