|
2026-08-05 23:46:54, 725 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი ფიგურანტი ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას საქმის პროკურორმა დაუდასტურა. ის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძის შეყვარებულია. საგამოძიებო უწყება ანასტასია ბერუაშვილს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით აკავებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს. ფორმულას გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ განუცხადა, რომ ნ.ი. სამართალდამცავებმა დააკავეს "ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით" (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მესამე ნაწილის ლ ქვეპუნქტი).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)