20:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-05 15:41:32, 491 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს

 ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ისეთმა დარგებმა როგორიც არის დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საფინანსო, სადაზღვევო სექტორი. 

„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვალნდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე. ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics