2016-04-06 17:08:01, 610 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „ფიატის“ მარკის ავტომობილები შეემატა
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სატრანსპორტო პარკის განახლების პროცესი გრძელდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რამდენიმე დღის წინ ცენტრს „ფიატის“ მარკის ექვსი უახლესი მოდელის ავტომობილი შეემატა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან