|
2026-08-04 15:52:39, 1270 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე ავარია, რომელიც გადაეცა მთელ სისტემას. მისივე თქმით, დაცვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო იმერეთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც შემდეგ უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რატომ გახდა ამის მიზეზი, ეს, რა თქმა უნდა, დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)