02:01 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 13:50:52, 1300 ნახვა

ეკონომიკა
თევზეული 18.2%-ით, ხორცი 9.2%-ით, პური 8.1%-ით გაძვირდა - წლიური ინფლაცია 5.5%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0.4%, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ 5.5% შეადგინა.

გასული 1 წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად, 14.2%-ით გაზრდილია ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66%-ით აისახა. 

რაც შეეხება სურსათს, საქსტატის ცნობით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 4.9%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

თევზეული - 18.2%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.2%;
პური და პურპროდუქტები 8.1%;
ზეთი და ცხიმი 7.6%;
ყავა, ჩაი და კაკაო 6.4%;
რძე, ყველი და კვერცხი 4.2%;
ხილი და ყურძენი 2.5%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.7%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 1.5%
ხოლო ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასმა 5.7%-ით დაიკლო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 

ტრანსპორტი - 14.2%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 8.3%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.9%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 7.6%;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5.6%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 4.9%;
ჯანმრთელობის დაცვა - 4.7%;
განათლება - 2.4%;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.1%;
დასვენება, გართობა და კულტურა - 1.0%;
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდა:

კავშირგაბმულობა - 6.3%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 2.4%
 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics