17:14 - 18 Aug, 2026
|
2026-08-03 08:44:09, 1344 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
უკრაინული მონიტორინგის არხები Exilenova+ და Supernova+ აცხადებენ, რომ დრონებმა თავს დაესხნენ Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრს „ვლადიმერ-ვორჩინსკოე“, რომელიც ვლადიმირის ოლქში, სოფელ ხრიასტოვოს მახლობლად მდებარეობს. რუსეთის სამხედრო ბაზის პრესსამსახურს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კომპლექსი ნაწილობრივ გაიხსნა 2024 წლის დეკემბერში და მისი ფართობი 58,500 კვადრატული მეტრია. მშენებლობის დასრულება 2026 წელს იყო დაგეგმილი, რაც ცენტრის საერთო ფართობს 175,000 კვადრატულ მეტრამდე გაზრდის. საწყობიდან საქონელი მოსკოვსა და ცენტრალური რუსეთის სხვა რეგიონებში ნაწილდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)