15:58 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 16:01:15, 480 ნახვა

საზოგადოება
ბელარუსის ტურისტულ გამოფენაზე აჭარის სტენდი ყურადღების ცენტრშია

აჭარის სტენდი ბელარუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2016 განსხვავებული პროგრამით წარდგა და გამოფენის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და  ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორი იპყრობდა.

„მიმდინარე წელს აჭარის სტენდი მინსკის ტურისტულ გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რაც ჩვენს მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი არამატერიალური კულტურის- ფოლკლორის, სამზარეულოსა და ღვინის დამსახურებაა. ჩვენი არამეტიარული კულტურა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოწონთ ჩვენს ვიზიტორებს და ვაპირებთ რეგიონის კულტურულ პოტენციალს პოპლარიზაცია ჩვენს სამიზნე ქვეყნებში მსგავსი გამოფენებითა და აჭარის დღეების გამართვით გავუწიოთ“, -  განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს  დეპარტამენტი მინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 6-9 აპრილს წარადგენს. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“ უწევენ.

ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და  მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, მინსკში „აჭარის დღეების“ ჩატარებასა და  აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics