|
2026-07-30 17:04:02, 926 ნახვა
პოლიტიკა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
სომხეთმა შესაძლოა რუსეთს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იჯარისთვის წელიწადში 2 მილიარდ დოლარამდე მოსთხოვოს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სომხეთი სარკინიგზო ინფრასტრუქტურას საკუთარ საკუთრებად მიიჩნევს და არ გამორიცხავს სამართლებრივ დავას ან საარბიტრაჟო პროცესს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის კონცესიასთან დაკავშირებით. “სომხეთს უნდა შეეძლოს ამ რკინიგზის გამოყენება ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მინდა ეს საკითხი ძალიან მკაფიოდ განვმარტო: ამის ალტერნატივა არ არსებობს” - განაცხადა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებას “მეგობრულად” აპირებს. “ახლა ბევრი საუბრობს, ძირითადად ოპოზიცია, გარკვეულ საკითხებზე ფასების შესაძლო ზრდის შესახებ. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმაზე, რაც სომხეთისთვის 30 წლის განმავლობაში უფასო იყო, სომხეთმა დაიწყოს 2 მილიარდი დოლარის მოთხოვნა. მე რკინიგზაზე არ მივანიშნებ; პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაა და სხვა ვარიანტი არ არსებობს” - დასძინა ფაშინიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)