20:59 - 18 Aug, 2026
|
2026-07-30 13:38:42, 1226 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რუსული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, კახაბერ ამირანაშვილს, დაუსწრებლად 13 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით. რუსული საგამოძიებო ორგანოების ცნობით, ამირანაშვილი უკრაინაში 2022 წლის გაზაფხულზე ჩავიდა, შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ლეგიონს, გაიარა სამხედრო წვრთნები და 2022 წლის ივლისამდე იბრძოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. რუსული მედიის ცნობით, დაკისრებული სასჯელი გულისხმობს მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში პატიმრობას. საქართველოს მოქალაქეზე ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)