|
2026-07-30 11:55:58, 841 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთი ირანთან ომში ჩაერთო
საუდის არაბეთი პირველად ღიად შევიდა ირანთან ომში და შეუერთდა ამერიკულ დარტყმებს ერაყში თეირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური ჯგუფების წინააღმდეგ. The New York Times-ისა და BBC-ის ცნობით, ირანმა ადრე რაკეტები ესროლა იორდანიაში ამერიკულ ბაზას, რასაც მოჰყვა ვაშინგტონისა და ერ-რიადის ერთობლივი დარტყმა ირანთან მოკავშირე მილიციების წინააღმდეგ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ თავს დაესხა სამ ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტეში. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, დარტყმები მიმართული იყო IRGC-სთან დაკავშირებული მილიციების წინააღმდეგ, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, ამზადებდნენ თავდასხმებს აშშ-ის ჯარებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. CENTCOM-მა განაცხადა, რომ ოპერაცია იყო პასუხი ბოლო 72 საათის განმავლობაში 30-ზე მეტ დრონულ თავდასხმაზე. The New York Times-ის მიერ ციტირებული აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, დაახლოებით 20 ირანელი სამხედრო და ტექნიკური მრჩეველი დაიღუპა. ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა (PMF), ძირითადად ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური მილიციების კოალიციამ, დაადასტურა დარტყმები მათ ბაზებზე და განაცხადა მინიმუმ 20 მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ აშშ-სა და საუდის არაბეთის ერთობლივ ოპერაციას „მიუღებელი აგრესია“ უწოდა. ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ დარტყმები ერაყის მთავრობასთან იყო კოორდინირებული. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ტურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფებმა ერაყის ტერიტორიიდან სამეფოს ნავთობის ობიექტების წინააღმდეგ დრონები გაუშვეს. მან თქვა, რომ ერ-რიადმა საპასუხო რეაქცია „თავდაცვის უფლების გამოყენებით“ განახორციელა. თუმცა, ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეფო ესკალაციას არ ცდილობს. ირანმა დაგმო აშშ-საუდის არაბეთის დარტყმები და მათ საერთაშორისო სამართლის დარღვევად და ახლო აღმოსავლეთში ომის გაფართოების აშშ-ისრაელის სტრატეგიის ნაწილად უწოდა. ესკალაციის ბოლო რაუნდის ფონზე, ბრენტის ნავთობის ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა და ბარელზე 88,50 დოლარს მიაღწია, ჰორმუზის სრუტეში მიწოდების შეფერხების შიშის გამო.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)