|
2026-07-30 11:51:57, 2832 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
30 ივლისის ღამეს, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს რაკეტებითა და თავდასხმის დრონებით. კიევში, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური (SES). სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა ხუთსართულიან არასაცხოვრებელ შენობას და ავტოფარეხის კოოპერატივს, ხოლო ობოლონსკის რაიონში ბაზარს. კიევის რეგიონში კერძო სახლი განადგურდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. ლვოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა და პატონასა და ვიხოვსკის ქუჩებზე მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებს ცეცხლი გაუჩნდა. ლვოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, 15 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 14 საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ხალხი პატონას ქუჩაზე შენობის ნანგრევების ქვეშ რჩება. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მოსახლეობა მაშველებს ნანგრევების გაწმენდაში ეხმარებიან“, - წერს ლვოვის მერი ანდრეი სადოვი. დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ რადუშნეში, დაბომბვის დროს ორი კერძო სახლი მთლიანად განადგურდა, ხოლო ხუთი დაზიანდა. რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და რვა დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შესაძლოა, კიდევ ხუთი ადამიანი იმყოფებოდეს ნანგრევების ქვეშ. კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ ვილკულმა, განმარტა, რომ ვორონოვების მთელი ოჯახის, დიდი ოჯახის, სიცოცხლე შეწყდა. პოლტავას რეგიონში, რუსეთის არმიამ დრონები გამოიყენა კომპანიის საწყობზე იერიშის მისატანად, განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი დიაკივნიჩმა. „სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, - დაწერა მან Telegram-ზე. მან ასევე განაცხადა, რომ ნოვა პოშტას ტერმინალი დაბომბეს. მსხვერპლი არ ყოფილა. წინა საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო დარტყმისთვის და შესაძლოა, ის დღეს ღამით განახორციელოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კიევის პარტნიორებმა გაიგონ, რა ხდება და რომ მათი მზადყოფნა ან არსურვილობა საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაში პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე. „ეს, პირველ რიგში, ეხება შეერთებულ შტატებს და იმ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ „პატრიოტის“ ტიპის რაკეტები და შეუძლიათ ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა მათით. თითოეულმა პარტნიორმა იცის, რა არის აუცილებელი და ნათლად ესმის შეფერხების შედეგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)