|
2026-07-29 09:51:08, 975 ნახვა
მსოფლიო
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 28 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ ერაყში ირანთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს. „28 ივლისს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს ირანთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ განლაგებულნი იყვნენ აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში. ოპერაციის დროს ორივე ქვეყნის გამანადგურებლებმა რამდენიმე ლოჯისტიკურ და შეიარაღების ობიექტს შეუტიეს. დარტყმები იყო პასუხი IRGC-ის მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში განხორციელებული 30-ზე მეტი დრონით თავდასხმის შესახებ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)