|
2026-07-26 22:25:52, 837 ნახვა
სამართალი
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გარდაიცვალა. მას საავადმყოფოში მიყვანისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. სვიმონიშვილი ავარიის შემდეგ, 112 ის ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის თქმით, ქალი საავადმყოფოში შეყვანისას უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)