15:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 13:09:03, 524 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსური შემოწირულებების კუთხით, „გირჩი“ ლიდერობს, მეორე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსია“

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების სიას აქვეყნებს. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „გირჩი“ ლიდერობს - 168 058,00 ლარით. მეორე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსია“  143 283,70 ლარით.

მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 20 560,00 ლარი მიიღო. მასზე ერთი საფეხურით ზემოთ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემოწირულობამაც 30 097,90 ლარი შეადგინა.

მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მცირე შემოწირულობა პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მიიღო - 5,00 ლარი.

ჯამში პარტიებმა 428 476,60 ლარი მიიღეს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემები ასეთია:

პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის - 168 058,00; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 143 283,70; ა.ა.ი.პ "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - 45 070,00; მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30 097,90; მ.პ.გ."ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 20 560,00 მ.პ.გ."დევნილთა პარტია" - 8 010,00; საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 5 972,00; მ.პ.გ. "თავისუფალი დემოკრატები" - 4 000,00; პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" - 1 500,00; პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" - 710,00; მ.პ.გ. "საქართველოს მშვიდობისათვის" - 550,00; საქართველოს კონსერვატიული პარტია - 360,00; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 300,00; პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" - 5,00.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics