|
2026-07-24 17:43:14, 1520 ნახვა
საზოგადოება
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
შენს გარშემო ალბათ არიან ადამიანები, ვინც PLUS-ის დაბადების დღეზე დიდი ხნის ნანატრ ტექნიკას თუ ძვირადღირებულ ნივთს უფასოდ, დაგროვებული PLUS ქულებით ყიდულობს. თუ გაინტერესებს, როგორ მოახერხო იგივე შენც, ახლავე ყველაფერს მოგიყვებით.
სინამდვილეში, სასურველი ნივთების ქულებით შეძენას მარტივი სტრატეგია აქვს. მთავარია, ქულების შეგროვებაზე არა მხოლოდ ფასდაკლებების დროს, არამედ მთელი წლის განმავლობაში იზრუნო.
პირველი და ყველაზე მარტივი ნაბიჯი ყოველდღიური გადახდებისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალის არჩევაა, რადგან PLUS ქულებს საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ბანკის ტერმინალზე გადახდისას აგროვებ.
ქულები გროვდება ონლაინ გადახდის შემთხვევაშიც, ამისთვისაც უნდა აირჩიო საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ყოველი ასეთი ტრანზაქცია ქულების სწრაფად დაგროვებაში შეგიწყობს ხელს და შენი ბალანსიც ყოველდღიურად გაიზრდება.
სწრაფად დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობაა. საქართველოს ბანკს უამრავი პარტნიორი ჰყავს, სადაც განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. შეთავაზებები, როგორც წესი, ორი სახისაა: ქულების ქეშბექი ან გამრავლებული ქულები. ერთი სწორად დაგეგმილი შენაძენით იმდენ ქულას დააგროვებ, რასაც სტანდარტულად თვეები დასჭირდებოდა. აუცილებლად უნდა გახსოვდეს, ზოგიერთი შეთავაზება გააქტიურებას საჭიროებს. ამიტომ, სანამ საყიდლებზე წახვალ, გადაამოწმე მობილბანკის შეთავაზებების სივრცე, მოძებნე სასურველი პარტნიორი და გაააქტიურე შეთავაზება.
რჩევა: ყოველი თვის დასაწყისში მობილბანკის შეთავაზებების სივრცეში შეამოწმე თვის PLUS ბარათის შეთავაზება. აქ დაგხვდება ის ბრენდები, სადაც თვის განმავლობაში PLUS ბარათით გადახდისას 20%-ის PLUS ქულას დაიბრუნებ. ნახე თვის PLUS ბარათის შეთავაზება
ეს ალბათ ერთ ერთი, ყველაზე სახალისო ხრიკია. მეგობრებთან ერთად კაფეში სტუმრობისას, მოგზაურობისა თუ საერთო საჩუქრის ყიდვისას, მთლიანი თანხა საქართველოს ბანკის ტერმინალით გადაიხადე. მეგობრებს ხარჯის განაწილება მარტივად, მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციით შესთავაზე. ამ ხერხით ქულებს შენს ანგარიშზე მოუყრი თავს; მეგობრები თანხის მათ ნაწილს მარტივად გადმოგირიცხავენ, ქულები კი შენ დაგრჩება!
მაგალითად, თუ საოჯახო ტექნიკის შეძენა გსურთ და პირადი ბალანსი არ გყოფნის, შეგიძლია ძალები ოჯახის წევრებთან გააერთიანო. ეს ხრიკი მეგობრებთან ერთადაც იდეალურად მუშაობს – იქნება ეს საერთო საჩუქრის ყიდვა თუ მოგზაურობის დაგეგმვა.
მობილბანკის საშუალებით PLUS ქულების გადარიცხვა ნებისმიერ ადამიანთან, სულ რამდენიმე წამში შეგიძლია. ქულების ერთ ანგარიშზე თავმოყრით საერთო მიზანს ბევრად მარტივად მიაღწევთ და ქულებსაც უფრო მომგებიანად დახარჯავთ. აქ უნდა გახსოვდეთ რომ PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას გროვდება.
თუ American Express საკრედიტო ბარათს იყენებ, გეცოდინება, რომ ყოველდღიური ხარჯვისას MR ქულები გიგროვდება. აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ მობილბანკში ამ ქულების პირდაპირ PLUS ქულებად კონვერტაციაა შესაძლებელი. კონვერტაციის მაღალი კურსი შენი PLUS ბალანსის მომენტალურად გაზრდაში დაგეხმარება და დაგროვების პროცესს ბევრად დააჩქარებს. 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას, სხვადასხვა Amex ბარათით კი ყოველ გადახდილ 1 ლარზე 1-დან 3 MR ქულამდე აგროვებ.
თუ სწორად დაგეგმავ საყიდლებს, არ გამოტოვებ შეთავაზებებს, PLUS ბარათით გადაიხდი და საქართველოს ბანკის ტერმინალსაც მოითხოვ, იმაზე მარტივად შეაგროვებ 5 ივლისისთვის PLUS ქულებს, ვიდრე წარმოგიდგენია.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)