|
2026-07-23 15:42:02, 1000 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოსტით ეხმაურება თბილისში გუშინ მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს - თავდასხმას ონისე ოქრიაშვილზე, ვერაზე მომხდარ დაჭრას. "გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ვერც ვერაფერს ვწერ, იმდენად შემზარავი და აბსურდამდე მისულია ამ ახალგაზრდა სიცოცხლის ასე ერთი გასროლით მოსპობა. სიტყვები არ ყოფნის და სიტყვების მაგივრად ბრაზი გიპყრობს. რატომ? რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს? და გუშინდელ სრულიად განსხვავებულ მოვლენებზე თუ დავფიქრდენით, მათ ერთი რამე აერთიანებს. სამივე შემთხვევაში სამიზნ იუმორია : - ბავშვები მანქანაში იცინოდნენ! რა გაცინებთო!!! და მოკლეს! - ჟურნალისტი ირიბ იუმორით აშარჟებს რეპრესიული სქროლ სქრინის სააგენტოს და მის აკრძალვებს. როგორ ბედავო? და დაიჭირეს! - მსახიობი სტანდაპზე აშარჟებს ყველას და ყველაფერს, რამეთუ ირონია არის ფილოსოფიის ნაწილი, სხვა კუთხით სამყაროს დანახვისა და გააზრების საშუალება. და ოთხი კაცი დაესხა თავს! ანუ ის რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას და პიროვნებას გადაატანინა უმძიმესი დღეები, რაც ჩვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილია, ისიც უნდა ამოიძირკოს!!! რუსის ოცნება!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)