|
2026-07-23 14:51:43, 875 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ფორმულას ტელეწამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას "პოლიტიკურ, პარტიულ აქტივისტს" უწოდებს და "გარედან, ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივებაზე" საუბრობს. კობახიძე ამტკიცებს, რომ "პოლიტიკურ დაკვეთას, აგრესიული გარემოს შექმნას" - "ეროვნული ამოცანით დაუპირისპირდებიან". "პირველ რიგში, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა, საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები. მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა - ეს არის ის, რომ მათ უნდა გააღვივონ საქართველოში ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა - ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურად სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანებს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ ჩვენ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას - არავის მივცეთ გარედან სიძულვილისა და აგრესიის თავს მოხვევის საშუალება", - ამბობს ის. სამთავრობო მედიების წარმომადგენლებმა ოცნების პრემიერს საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაზეც ჰკითხეს, რომლებმაც ვახო სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობის გამო ქართული ოცნება გააკრიტიკეს, კობახიძემ კი ამას - "სრულიად უადგილო" უწოდა და თქვა, რომ "ფასი არ აქვს". "ძალიან მარტივად მივყვეთ ფაქტებს - არის ადამიანი, რომელმაც დაარღვია უხეშად კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს და ნუ, რა თქმა უნდა, ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვს. საინტერესოა, ეს არიან ის ადამიანები, ამ შემთხვევაში, უცხოელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ორიოდე დღის წინ ამართლებდნენ უხეშ აგრესიას კონკრეტული ქალბატონის წინააღმდეგ, პირდაპირ, მშრალად ამართლებდნენ აგრესიას და მეტიც, იწონებდნენ ამ აგრესიას, რომელიც ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფით იყო გამოხატული. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ორმაგი სტანდარტები და ორმაგი სტანდარტის მიზეზი - დაკვეთა არის, რომ საქართველოში ხელოვნურად, გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული", - თქვა ოცნების პრემიერმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)