|
2026-07-22 17:16:30, 1135 ნახვა
პოლიტიკა
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი, რომელიც თანამდებობიდან გუშინ, 21 ივლისს გადააყენეს, განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ თავად რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარ ქვეყანას გამარჯვებამდე მოემსახურება. სირსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული ჯარი რუსეთზე შეტევას გააგრძელებს. "ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ უტევს - აქვს ინიციატივა, სტრუქტურა და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, მტერს როგორ ებრძოლონ. იმედი მაქვს, ეს შეტევა გაგრძელდება, ყველაფერი ამისთვისაა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, ვისთან ერთადაც ეს წლები გავიარე - ჩვენი დაღუპულების ოჯახების წინაშე კი ქედს ვიხრი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, ეს პრინციპი კი - არა. რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, უკრაინას გამარჯვებამდე მოვემსახურები. უკრაინას გმირი ხალხი იცავს. ჩვენი ქვეყანა გადარჩება, თუ თავის საქმეს ყველა ისე გულმოდგინედ შეასრულებს, როგორც უკრაინული არმია. დიდება უკრაინას!". - წერია სირსკის განცხადებაში. სირსკი ასევე წერს, რომ მან რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წლიდან დაწყებული პირველივე დღეებიდან საკუთარი თვალით ნახა, ფრონტის ხაზზე იცხოვრა და უკრაინული მიწის ყოველი გათავისუფლებული კილომეტრის ფასი იცის. სირსკის განცხადებით, გასულმა წელმა ომის მიმდინარეობა შეცვალა და უკრაინამ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. ის წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის შეჩერება ხარკივში, ასევე არ დაუშვეს მათი შეტევის განვითარება სუმის ოლქში და აგრეთვე გაიხსენა უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში. ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორმა მიხაილო დრაპატიმ შეცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ სირსკის მადლობა გადაუხადა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)