|
2026-07-22 14:52:22, 1346 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ჟურნალისტი ვახო სანაია პირველი პირი გახდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის მესამედ წაუყენა ბრალი, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (საყოველთაო ცენზურის) წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ. სასამართლოს შუამდგომლობა დანაშაულის ბუნებას ეფუძნებოდა. „ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებები ფორმალური არ უნდა იყოს, საჭიროდ ჩავთვალეთ ადმინისტრაციული პატიმრობის მოთხოვნა“, - თქვა მან. „სასამართლოს წინა გადაწყვეტილების გადახედვის შემდეგ, მან გამოაქვეყნა ახალი პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს. შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ მან უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოავლინა მზადყოფნა, გაეგრძელებინა თავისი უკანონო ქმედება. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ გამოცხადდება სასამართლო სხდომებზე, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და აგრძელებს მსგავსი დანაშაულების ჩადენას სასამართლო პროცესის დროს. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ადმინისტრაციული პატიმრობის შუამდგომლობის შეტანა... ეს იყო შეურაცხყოფის ირონიული და შენიღბული ფორმა, რომლითაც მან თავად გაავრცელა ეს ეპითეტები. ამიტომ, ასეთი „დისტანცირება“ არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად. გამოხატვის თავისუფლების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განცხადების სიტყვასიტყვითი ფორმულირება, არამედ მისი მიზანი, კონტექსტი და შინაარსი. ჩვენი აზრით, ეს იყო შეურაცხმყოფელი განცხადება და სასამართლო დაეთანხმა ამ შეფასებას“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა სოციალურ ქსელში პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილსა და პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან დაკავშირებული პოსტისთვის. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად წევავამ მიიღო. პოსტის სამართლებრივი შეფასების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა შეიტანა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)