2026-07-22 13:25:48, 1825 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
„ტერორი საქართველოში: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით, ყველას თვალწინ!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გულისხმობდა.
„პოლიტიკოსების კრიტიკისთვის ჟურნალისტების დაკავება კანონი კი არა, წმინდა ავტორიტარული პარანოიაა!“ – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილსა და პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან დაკავშირებული პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან