|
2015-02-19 13:16:25, 336 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“: ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, რეალური საფრთხე ექმნება
„ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზეც დიდი ხანია მივუთითებთ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და საფრთხის დასტურად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის დღევანდელი განცხადება დაასახელა. „დღეს, ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა უაღრესად საგანგაშო განცხადება. ამ განცხადების თანახმად „ნატო-სთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართლი იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილია ნატო-ს მინისტერიალი და მომავალ წელს დაგეგმილია ნატო-ს სამიტი, ეს განცხადება, არის კიდევ ერთი ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზეც „თავისუფალი დემოკრატები“ დიდი ხანია მივუთითებთ. რადგან ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი, ზუსტადაც რომ არის ის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსებას და ქვეყნის საბოლოო მიზნის - ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობას. უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ, რაც ბუნებრივია, ასევე არის ალიანსის მყარი გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის ეს განცხადება დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, გუშინ გამართულ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას და თებერვლის ბოლოს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის ფორმატით გათავლისწინებულ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. „თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა გააკეთოს საჯარო განცხადება და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ასევე მიმართავენ საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი. „ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ უაღრესად საგანგაშო განცხადებასთან დაკავშირებით. ასევე, მივმართავთ საგარეო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროებს, გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება დღევანდელ მთავრობას, გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)