|
2026-07-15 22:52:54, 2134 ნახვა
სამართალი
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ნასვამ მდგომარეობაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 13 ივლისს, ქალაქ გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. „ჯიპის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მის 3 წლის შვილს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)