15:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 19:16:18, 360 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს ლიუ იანზონგს შეხვდა.
შეხვედრაზე იანზონგმა ისაუბრა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის სტრუქტურაზე, მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე ზოგადად და საქართველოსთან დაკავშირებით. ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში და ქვეყნის დიდ პოტენციალს აბრეშუმის გზის სარტყელის ინიციატივის განხორციელებაში.
მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომლის მიზანია კომუნიკაციის ახალი პლატფორმის შექმნა და  აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და კონსოლიდირების ხელშეწყობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ინტეგრაციისა აბრეშუმის გზის პროექტში.
„ჩვენი მიზანია,  მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც აბრეშუმის გზას გააჩნია და საქართველომ აქედან მიიღოს მაქსიმალური შედეგი და, რა თქმა უნდა, უპირველესად,  კერძო სექტორმა" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდგომ, აღნიშნა მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა პროექტის რეალიზაციის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს „აბრეშუმის გზის" პროექტში ინტეგრაციასა და განვითარებაში.
„ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება აბრეშუმის გზის დერეფნის ქვეყნებში, აგრეთვე განვახორციელოთ ერთობლივი ქმედებები, რაც საბოლოოდ მიმართული იქნება აბრეშუმის გზის დერეფნის ქვეყნების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად" - განაცხადა ლიუ იანზონგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics