|
2026-07-14 11:23:48, 1622 ნახვა
საზოგადოება
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
ფოთში ჭადრაკი უკვე ათწლეულებია ქალაქის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ფოთის ორგანიზებული საჭადრაკო ცხოვრება 1948 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში პირველი საჭადრაკო კლუბი გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ამ ინტელექტუალური სპორტის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ. მას შემდეგ თითქმის 80 წელი გავიდა, თუმცა ჭადრაკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქალაქში დღემდე გრძელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ფოთის საჭადრაკო ისტორიას. ქალაქი დიდი საჭადრაკო ისტორიით წლების განმავლობაში ფოთი არაერთი მნიშვნელოვანი საჭადრაკო მოვლენის მასპინძელი ყოფილა. სწორედ აქ ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა, რომელშიც მსოფლიო ექსჩემპიონი მიხეილ ტალიც მონაწილეობდა. მსოფლიო ჩემპიონის რანგში ქალაქს ნონა გაფრინდაშვილიც სტუმრობდა. ფოთის საჭადრაკო ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული ნანა ალექსანდრიას სახელი. ფოთში დაბადებულმა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ჭადრაკის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. 20 წლისთვის ის უკვე სამგზის ჩემპიონი იყო, მოგვიანებით კი ორჯერ იბრძოლა ქალთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. ექვს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნანა ალექსანდრიამ გუნდთან ერთად ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა და ქართული ქალთა ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახდა. 1987 წლიდან ფოთის საჭადრაკო კლუბი სწორედ ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ტრადიცია, რომელიც ახალ თაობებში გრძელდება ფოთის თითქმის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია მხოლოდ წარსულში მიღწეული წარმატებების შესახებ არ გვიყვება. დღესაც ქალაქში ახალი თაობის მოჭადრაკეები იზრდებიან, სწავლობენ თამაშს, მონაწილეობენ ტურნირებში და საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებენ. ჭადრაკი კი მათ გაცილებით მეტს ასწავლის, ვიდრე ფიგურების სწორად გადაადგილებაა - სტრატეგიულ აზროვნებას, გადაწყვეტილებების მიღებას, მოთმინებასა და რამდენიმე სვლით წინ ხედვას. სწორედ ამ მრავალწლიანი ტრადიციისა და ძლიერი საჭადრაკო კულტურის გამო, ფოთს საქართველოს საჭადრაკო რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მხარდაჭერა ქართული ჭადრაკის მომავლისთვის საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია. პარტნიორობის მიზანი ახალგაზრდა მოჭადრაკეებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა და ქალაქის მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის გაგრძელების ხელშეწყობაა. ამასთან, საქართველოს ბანკი ფოთის ჭადრაკის ფესტივალის ფარგლებში ქართველ მოჭადრაკეებსაც უჭერს მხარს და ეხმარება მათ, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ. ფოთში ჭადრაკის ისტორია კვლავ გრძელდება ახალი თაობებით და ახალი შესაძლებლობებით. და, ალბათ, სწორედ ამიტომ შეიძლება ფოთს ჭადრაკის ქალაქი ვუწოდოთ - ქალაქი, სადაც თითქმის 80 წელია, ყოველი ახალი თაობა საკუთარ სვლას აკეთებს.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)