|
2026-07-14 11:21:37, 908 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ტექსკოლა - ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ტექსკოლა თიბისის ონლაინ განათლების ინიციატივაა, რომელიც უკვე სამი წელია უფროსკლასელებს თანამედროვე და ყველაზე მოთხოვნად პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას სრულიად უფასოდ აძლევს. 4 500-ზე მეტი მონაწილე მთელი საქართველოდან, მათგან 35% სხვადასხვა რეგიონიდან და 100-მდე ახალი კურსდამთავრებული - ასეთია თიბისი ტექსკოლის სამი წლის შედეგი. ტექსკოლის მიზანია ახალ თაობას შესძინოს ტექნოლოგიური უნარები, განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და მომავლის პროფესიებისთვის საჭირო კომპეტენციები. ტექსკოლის გაკვეთილები, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ონლაინ შეხვედრების ფორმატში ტარდება, რაც პროგრამას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები უფროსკლასელისთვის ხელმისაწვდომს ხდის. თიბისი ონლაინ მოდელის სწავლებით შლის გეოგრაფიულ და ფინანსურ ბარიერებს და ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობა სხვა შემთხვევაში ნაკლებად ექნებოდათ. ტექსკოლის პროგრამა პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული. თიბისისა და მისი პარტნიორ „ჯეოლაბის“ გამოცდილი ლექტორების ხელმძღვანელობით მონაწილეები სწავლობენ ვებპროგრამირებას, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX და გრაფიკულ დიზაინს, სოციალური მედიის მარკეტინგსა და სხვა მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებს. მიღებულ ცოდნას ისინი რეალურ პროექტებზე მუშაობით ამყარებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „თიბისი ტექსკოლის ელჩების“ პროგრამა, სადაც ტექსკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები. ტექსკოლის ელჩები თანატოლებისთვის რთული ტექნოლოგიური საკითხების პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში აზიარებენ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად. თიბისი, ტექსკოლის პროგრამებს, მუდმივად ავითარებს, რათა ის ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფ ცვლილებებსა და ახალი თაობის ინტერესებს პასუხობდეს. სწორედ ამიტომ, ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღება სექტემბრიდან განახლდება და მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს შესთავაზებს. მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იდეების და იმის, რომ სწორედ შენ შეგიძლია შექმნა მომავლის ტექნოლოგიები.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)