|
2026-07-13 17:19:40, 1556 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ახალ კამპანიას იწყებს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში შვილების აღზრდაში მეტი ჩართულობისა და მზრუნველი მამობის წახალისებას, თანასწორი მშობლობის მხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობას. “კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის აღზრდაში მამის აქტიური მონაწილეობა დადებითად აისახება როგორც ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებაზე. ასევე, თავად ოჯახის კეთილდღეობაზე. ამასთან, ჩართული მამობა ხელს უწყობს უფრო თანასწორი გარემოს შექმნას, სადაც შვილებზე ზრუნვა ორივე მშობლის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში გავერთიანდით ჩვენ და საქართველოს ბანკი და დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და პარტნიორობა”, - განაცხადა ეთერ ნოღაიდელმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროექტის ანალიტიკოსმა. თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც მზრუნველი მამობის მნიშვნელობის გააზრებას და ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. “მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც გულისხმობს მამებისთვის ისეთი დამატებითი ღირებულების შექმნას, რაც მათ დაეხმარებათ კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათი შვილების ყოველდღიურობასა და აღზრდის პროცესში. პროექტი მათ შესაძლებლობას მისცემს, დაესწრონ შეხვედრებს, სადაც მამები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად ისაუბრონ იმ ყოველდღიურ გამოწვევებზე, რომლებიც მამობას ახლავს თან”, - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)