13:06 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 19:08:36, 3209 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს

ივანიშვილის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქარდი, რომელზეც ივანიშვილი მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად არის გამოსახული, მისთვის "გაუგებარია.

მისი თქმით, ეს პოსტი ქართული ოცნების გუნდში არსებულ განწყობას არ შეესაბამება. 

"არსებობს ასეთი ქარდებით ბრძოლა რა, გამოაქვეყნებენ, მერე რაღაცა განცხადებას გააკეთებენ ისეთს, რომელიც არ შეესაბამება არც პოლიტიკურ პროპაგანდას და არც პიარს, იმას, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მისდევს.

ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ გაუტოლებია საკუთარი თავი არავისთვის. ძალიან წყნარად, ყოველგვარი დაყვედრების გარეშე, უამრავი პრობლემა განუხორციელებია ქვეყნისთვის პოლიტიკის შიგნით თუ პოლიტიკის გარეთ. არასოდეს თავისი თავი არ დაუყენებია ამ სამეულში. არც არის ეს ასე მოსააზრებელი. ყველას თავისი როლი და თავისი მნიშვნელობა აქვს ისტორიისთვის.

ეს ქარდი რას ნიშნავს, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინაიდან ეს არანაირად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდში და გინდა, ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას. არასდროს არავის გვერდზე საკუთარი თავი არ მოუაზრებია მას პირადად და ჩვენც არასდროს გვითქვამს, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ერთად უნდა იყოს განხილული სხვადასხვა ისტორიული ფიგურა, მითუმეტეს ქართული ოცნების პარტიის დამფუძნებელი. საიდან მოიტანეს ეს ქარდი ან ვინ ალაიქებს ან ვინ აჰაჰავებს, თუ როგორც არის, ან ვინ არის გაბრაზებული, არ ვიცი. ტროლებიც თქვენ ხართ და ბოტებიც თქვენ ხართ. ტროლებით არ არის ქართული ოცნება დაკავებული." - ამბობს ვოლსკი მედიასთან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics