|
2026-07-09 14:52:17, 1490 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, ქალ მეწარმეთა გაძლიერებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, იქომერს ასოციაციასთან და სვისკონტაქტთან პარტნიორობით, 15-16 ივლისს, ბათუმში, მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგს გამართავს. ტრენინგი აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ონლაინ გაყიდვების ძირითად პრინციპებს, პროდუქტის ონლაინ წარდგენისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მეთოდებს, ასევე, იმუშავებენ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ბანკის Ads Manager-ს. მონაწილეები ისწავლიან შეთავაზების შექმნას, სამიზნე აუდიტორიის შერჩევასა და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვას. ტრენინგი ასევე მოიცავს Facebook-სა და Instagram-იზე რეკლამის შექმნის პრაქტიკულ სესიებს, ასევე, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის ისეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ ციფრული არხების ეფექტიან გამოყენებასა და ბიზნესის ზრდაში დაეხმარება. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)