|
2026-07-08 16:58:20, 1342 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
თიბისი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს და უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. წელს ფესტივალი საიუბილეო, მეათე სეზონს აღნიშნავს და 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ლაგოდეხში, Blues Village-ის სივრცეში გაიმართება. ოთხი მუსიკალური საღამოს განმავლობაში ქართველ მსმენელს ბლუზის მსოფლიო სცენის გამორჩეული არტისტები შეხვდებიან: 11 ივლისი | Crystal Thomas და Sobo Blues Band; 18 ივლისი | JJ Thames; 25 ივლისი | Lakeetra Knowles; 1 აგვისტო | Leon Beal. წლევანდელი პროგრამა ბლუზის საერთაშორისო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემადგენლობას აერთიანებს, რაც ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს მსოფლიო ბლუზის რუკაზეც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს. ფესტივალის სტუმრებს, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც შესთავაზებენ ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი ლუკა კერვალიშვილი. თიბისისთვის კულტურისა და თანამედროვე მუსიკალური პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი წლების განმავლობაში ქმნის სივრცეს მაღალი ხარისხის მუსიკის, საერთაშორისო კულტურული დიალოგისა და ახალი გამოცდილებების გასაზიარებლად, ხოლო თიბისის მხარდაჭერით ფესტივალი ყოველწლიურად კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და ინარჩუნებს იმ ხარისხს, რომელმაც ის საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებად აქცია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)