|
2026-07-08 12:51:48, 2639 ნახვა
სამართალი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
საქართველო აგრძელებს სახელმწიფო საზღვრის საკომუნიკაციო სისტემის მოდერნიზაციას. სხვადასხვა ადგილას მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დამონტაჟება მიმდინარეობს, რაც სასაზღვრო სამსახურებს უფრო საიმედოს და ეფექტურს გახდის. პროექტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს (OTA) რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა, რომლებიც 35 სასაზღვრო სექტორში ქსელის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. DTA-ს დირექტორმა ბექა მამარდაშვილმა DTRA-ს კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, დევიდ კენედის, მხარდაჭერისა და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში, OTA-მ სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე დაამონტაჟა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში სასაზღვრო პოლიციამ ლეკისყურეს სასაზღვრო სექტორში სარეზერვო სატელიტური ინტერნეტ სისტემის პილოტირება დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფორმაციის გაცვლა და მართვა. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული დამატებითი სატელიტური ინტერნეტ აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების შესყიდვა. პროექტის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ქსელი 35 სასაზღვრო სექტორში განთავსდება“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)