01:42 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 11:16:30, 2622 ნახვა

საზოგადოება
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, "ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად", ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

"მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, დროებით დაიკეტა ჩამოფრენის დარბაზში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე. ამ ეტაპზე ჩამომფრენი მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან დროებით ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელიდან გამოდიან.

უამინდობისა და ელჭექის გამო, მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში.

აეროპორტს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება და ოპერირება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მგზავრებს ვთხოვთ, ფრენის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის გადაამოწმონ მონაცემები შესაბამის ავიაკომპანიასთან ან აეროპორტის საინფორმაციო არხებზე" - აცხადებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, "ინტენსიურად მუშაობენ, რათა ჩამოფრენის დარბაზის მომლოდინეთა სივრცეში მუშაობა უმოკლეს ვადაში სრულად განახლდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics