15:58 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 16:41:12, 504 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი მაიორ გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ მაიორ გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრნენ.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი მაიორის 6-სულიან ოჯახს 20 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი დაუფარა.

თავდაცვის მინისტრი მაიორის ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მის მცირეწლოვან შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მაიორი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს. მას მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ავალიანების ოჯახმა რამდენიმე წლის წინ თბილისში, გორის ქუჩაზე ოროთახიანი ბინა იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძინა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიგა ავალიანი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოფიცერი. სამი დღის წინ გავაცილეთ ის და მისი ბატალიონი ავღანეთში. გიგა ავალიანის წარმატებების აღსანიშნავად მცირე ფილმიც კი მოვამზადეთ თავდაცვის სამინისტროში. სწორედ, ასეთი უნდა იყოს ქართული ჯარის მომავალი, ამგვარ ოფიცრებს უნდა ეყრდნობოდეს ქართული შეიარაღებული ძალები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

33 წლის მაიორი გიგა ავალიანი 17 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი ლომგული. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ISAF-ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა. გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი, ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics